თავში

ოპოზიცია თამაშობს სხვა თამაშს - ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია თამაშობს სხვა თამაშს - ირაკლი კობახიძე
ოპოზიცია თამაშობს სხვა თამაშს - ირაკლი კობახიძე

"სამართლიან დოკუმენტს, რომელიც არის წარმოდგენილი, ხელი უნდა მოაწეროს ოპოზიციამ. ჩვენ ამის მიღმა ვერ მოვისმენთ ვერაფერს დასავლელი პარტნიორების მხრიდან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია არა დასავლური ღირებულებების მატარებელ, არამედ "სხვა" თამაშს თამაშობს.

"თუ სახეზეა სამართლიანი დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა ევროკავშირმა. თუ ამ სამართლიან დოკუმენტს ხელი მოაწერა "ქართულმა ოცნებამ", თუ ამ დოკუმენტს ხელს აწერს ოპოზიცია, ბუნებრივია, ერთადერთი მხარე, რომელიც თამაშობს არა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის თამაშს, არამედ სხვა თამაშს, არის ოპოზიცია.

დღეს ჩვენ ვნახეთ ოპოზიციური შეკრება, რომლის თავშიც იჯდა პორრუსული ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ეს არის ის სურათი, რაც არის ოპოზიციაში შესული. რაც უფრო მალე გამოვა ამ მდგომარეობიდან ოპოზიცია, მით უკეთესი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. პარტიის ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ დაადასტურეს, რომ შეთავაზებულ საკითხებს ეთანხმებიან და მზად არიან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა.

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზაობა გამოთქვა პარტია "ევროპელმა სოციალისტებმაც".

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system