თავში

"ოპოზიცია უკვე დამხობილია" - ირაკლი კობახიძე

"ოპოზიცია უკვე დამხობილია" - ირაკლი კობახიძე
ოპოზიცია უკვე დამხობილია - ირაკლი კობახიძე

"ოპოზიცია უკვე დამხობილია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს ჰკითხა, თუ რაზეა საუბარი, როდესაც "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი სამხარაძე რეგიონებში ავრცელებს ინფორმაციას, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გავრცელდება კადრები, რომელიც ოპოზიციას მთლიანად დაამხობს".

კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას დამხობისთვის კადრები არ სჭირდება.

"არავითარ კადრებზე არ არის საუბარი. ოპოზიცია უკვე დამხობილია და არანაირი კადრები მას დამატებით დამხობისთვის არ სჭირდება. ისინი საკუთარ თავს თვითონ იმხობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ესაუბრებიან ხალხს, არ ესაუბრებიან საზოგადოებას, იმ დროს, როდესაც ჩვენ მთლიანად ამით ვართ დაკავებული. ჩვენ გვაქვს პროგრამები თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას, განსხვავებით ოპოზიციისგან. ბევრი სხვა ფაქტორიც არის, რის გამოც რადიკალური ოპოზიცია 2 ოქტომბერს მიიღებს ძალიან მძიმე შედეგს", - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system