თავში

ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში - თალაკვაძე

ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში - თალაკვაძე
ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში - თალაკვაძე

ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ამ მომენტიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო სხდომებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.  

არჩილ თალაკვაძის განცხადებას წინ უძღოდა გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის მიერ პარლამენტის
სადეპუტატო მანდატების მიღება.

"წევრებს, რომელთა უფლებამოსილება ცნო პარლამენტმა, შეუძლიათ გადმობრძანდნენ დარბაზში. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ის მონაწილეობას მიიღებს ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები - დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე იქნებიან. მათი უფლებამოსილება პარლამენტმა უკვე ცნო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system