თავში

ოპოზიციამ ამნისტიის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა

ოპოზიციამ ამნისტიის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა
ოპოზიციამ ამნისტიის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა

შალვა შავგულიძემ პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა. 

შესაბამისად, 2019 წლის 19-20 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ პარლამენტს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტის განხილვა მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციისა უმრავლესობის შეხვედრაზე გუშინ მიიღეს. 

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს სრულად შეესაბამება.

"დავარეგისტრირეთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ჩვენეული ვარიანტი. ჩვენი კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასა და მოთხოვნებს. იქ არის აღნიშნული, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევის და დაკავების, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორი წლის მანძილზე, რასაც სახელმწიფო იძიებდა, უკვე არსებული, წარდგენილი ბრალდებები და დარღვევები უნდა მოყვეს ყველა. 

ჩვენი კანონი არის მკაფიო, განჭვრეტადი. ყველა წარდგენილი ბრალდება და მსჯავრდება უნდა ეპატიოს აქციის მონაწილეებსაც და პოლიციელებსაც, რაც ამ ორი წლის მანძილზე მოხდა. ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს ორ მნიშვნელოვან დათქმას. ის ვრცელდება პოლიციელებზეც, მაგრამ ვრცელდება იმ დათქმით, რომ არ გავრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და მეორე დათქმა- პოლიციელების მიმართ ის გავრცელდება კონკრეტულად მათ საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი პირების თანხმობი", - განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტით ხელისუფლებას შეუზღუდავი უფლებამოსილება რჩება.

"ხელისუფლების კანონპროექტს არ გავცნობივარ წერილობით, მაგრამ რამდენადაც მოლაპარაკების პროცესში მათ გვითხრეს, ის შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, რომლითაც დევნა მიმდინარეობდა ამ ორი წლის მანძილზე და ზოგზე განაჩენიც არის, არამედ ჰიპოთეტურად ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს და მომავალში შესაძლო ყველა ბრალდებას, რაც მიგვაჩნია, რომ ძალიან გაუმართლებელია. ხელისუფლებას რჩება შეუზღუდავი უფლებამოსილება, რა ქმედებებზე გაავრცელებს მომავალში და რაზე - არა", -აცხადებს შავგულიძე.

კანონპროექტების ინიცირება მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system