თავში

ოპოზიციამ ე.წ შავი სიის ხუთეული დაასახელა

ოპოზიციამ ე.წ შავი სიის ხუთეული დაასახელა
ოპოზიციამ ე.წ შავი სიის ხუთეული დაასახელა

გაერთიანებული ოპოზიციის სპეციალურმა, ინტერპარტიულმა კომისიამ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.

კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

ოპოზიციის განმარტებით, ეს სია დასავლელ პარტნიორებს გადაეცემათ, მისი მიზანი კი სანქციების დაწესება იქნება, რომელიც გულისხმობს როგორც ფინანსურს, ასევე გადაადგილების შეზღუდვას.
მათივე განმარტებით, შეიქმნება მეორე, დაზარალებული ადამიანების სიაც, რომელიც 8 იანვარს გამოქვეყნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system