თავში

ოპოზიციამ საერთო მოთხოვნები წამოაყენა

ოპოზიციამ საერთო მოთხოვნები წამოაყენა
ოპოზიციამ საერთო მოთხოვნები წამოაყენა

პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაერთიანებული ოპოზიციის საერთო მოთხოვნები წამოაყენა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია ითხოვს ხელახალი არჩევნების დანიშვნას, რომელიც სამართლიან გარემოში ჩატარებდა. ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლის გათავისუფლებას.

"მე გაგაცნობთ ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც თქვენ დაუჭერთ მას მხარს. პირველი: ვითხოვთ ხელახალი არჩევნების დანიშვნას. მეორე: ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში, ამიტომ თამარ ჟვანია უნდა გადადგეს. და მესამე: ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! წამზომი ჩართულია!",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system