თავში

ოპოზიციამ საპროტესტო აქციები გადადო

ოპოზიციამ საპროტესტო აქციები გადადო
ოპოზიციამ საპროტესტო აქციები გადადო

ოპოზიციამ დღეს გამართულშეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, დაგეგმილი საპროტესტო აქციები დროებით გადაიდოს. ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ხვალ დადგეგმილ მანქანების აქციას, მანჯგალაძის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება მაინც გაიმართება. 

„იმისთვის, რომ ხელისუფლებას დამატებითი საფუძველი და მიზეზი არ მივცეთ, რომ უარი თქვას მოლაპარაკებაზე ან მოლაპარაკება ჩაშალოს, ოპოზიციამ გადავწყვიტეთ დაგეგმილი აქციები დროებით გადავდოთ, ვიდრე მოლაპარაკების პროცესის ვადა არ დასრულდება, რაც 16 მარტამდეა განსაზღვრული. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სპეციფიკური ვითარება აქვს, რადგან თავმჯდომარეა დაჭერილი და შეუძლიათ აქციები ჩაატარონ იმ პირობით, რომ ადმინისტრაციულ შენობასთან და პოლიციასთან არ მოვიდნენ შეხებაში. ხვალინდელი აქცია იქნება, ამის შემდეგ რა აქციებიც იყო დაგეგმილი, გადაიდო.13 მარტის აქცია, სავარაუდოდ, 20 რიცხვში გადაიდო. ველოდებით, მოლაპარაკების შედეგებს“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system