თავში

ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა

ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა
ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა

ოპოზიციის ნაწილმა ვაკეში, საკრებულოს მაჟორიტარობის დეპუტატობის საერთო კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობასა და ბათუ ქუთელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ადამიანი გამორჩეული თავისი წესიერებით, პატიოსნებით, კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით, განვლილი ცხოვრებით, ოჯახის შვილობით, არ ვიცი, ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს წარმოაჩენდეს დადებითად, არის ამ ერთ ადამიანში მოქცეული, ბათუ ქუთელიაში, რომელიც არის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვაკის რაიონში. ყველანი მივდივართ 2 ოქტომბერს და მხარს ვუჭერთ საერთო შეთანხმებულ კანდიდატს, ბათუ ქუთელიას. განსხვავებები ახლა გვერდით უნდა გადაიდოს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system