თავში

ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულიგნობის იარაღად გამოყენებას აპირებს - გია ვოლსკი

ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულიგნობის იარაღად გამოყენებას აპირებს - გია ვოლსკი
ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულიგნობის იარაღად გამოყენებას აპირებს - გია ვოლსკი

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების საფუძველი არ არსებობს. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ვეტო პრეზიდენტის უფლებაა, თუმცა კანონის ძველი ვერსიის ძალაში დატოვება არასწორად მიაჩნიათ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ამ წინააღმდეგობით ოპოზიცია აღიარებს, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ხულიგნობის იარაღად გამოყენებას აპირებს.

"ვეტო ლეგიტიმური, რა თქმა უნდა, იქნება, თუ პრეზიდენტი გამოიყენებს, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობს. ფაქტობრივად, ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულიგნობა და ლანძღვა-გინების დამკვიდრებული კულტურა პოლიტიკურ ბრძოლაში არის ის, რასაც ისინი იარაღად გამოიყენებენ მომავალში,"- აცხადებს ვოლსკი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system