თავში

ოპოზიციას არ ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით, ეშინოდათ შესწავლის - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციას არ ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავში
ოპოზიციას არ ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით, ეშინოდათ შესწავლის - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არაფერი ჰქონდათ სათქმელი, სწორედ ამიტომ არ დაესწრნენ ისინი დღევანდელ სხდომას. 

"მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ. კითხვებსაც კი ვერ სვამენ, ვერ ერთვებიან დებატებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ რეალურად, არჩევნები არ გაყალბებულა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ დასკვნამ, რომელიც წარმოადგინა დღეს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. 

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ეს კომისია შეგვექმნა წლის დასაწყისშივე, თუმცა, ჩვენ გვქონდა ამაზე კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ გვთხოვეს ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადადება და მიზეზი იყო ის, რომ მათი სურვილი იყო, ოპოზიცია ჩართულიყო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების ეს თხოვნა და გადავწიეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა და ეს კომისია შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც თქვა უარი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე. 

ყველაფერი თავის თავზე მეტყველებს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ რეალურად, ოპოზიციას არ ჰქონდა არაფერი სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით. მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system