თავში

ოპოზიციას ხალხი არ ირჩევს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ - მაჭარაშვილი

ოპოზიციას ხალხი არ ირჩევს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ
ოპოზიციას ხალხი არ ირჩევს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ - მაჭარაშვილი

შემიძლია გულწრფელად გამოვთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ოპოზიციაში ასეთი ტიპის გადანაწილება და დაშლა მოხდა, -  ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გვყავს ოპოზიცია, რომელსაც ხალხი არ ირჩევს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა მაინც უნდათ.

"გვინდა, როგორმე ჯანსაღი ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, რომელიც ერთი მხრივ, მოიპოვებს საზოგადოების და მეორე მხრივ, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნდობას. ჩვენ ახლა ვიხილეთ მინიმუმ სამ კატეგორიად დაყოფილი ოპოზიცია - ერთი, რომელმაც თავის დროზე გაბედა, შემოვიდა საქართველოს პარლამენტში და სრულყოფილად მუშაობს, მეორე, რომელიც ნახევრადაა შემოსული პარლამენტში და ხან მუშაობს, ხან - არა, მესამე, რომელიც ქუჩაშია დარჩენილი და პრაქტიკულად პოლიტიკური მომავლის შანსი აღარ აქვს. ეს ქვეყნისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის,მაგრამ მათი გადასაწყვეტია, როგორ პოლიტიკურ მომავალს შეიქმნიან. ყველას არ ეხება, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ისეთი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ხალხი არ ირჩევს, მაგრამ მაინც უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთი ტიპის ოპოზიცია აგინებს მთელ დასავლეთს და ამერიკას, ასევე აგინებს 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, ხმა რატომ არ მისცა. ბუნებრივია ქართული საზოგადოება მათ ვერასოდეს მოიყვანს ხელისუფლებაში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system