თავში

ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ მოვუწოდებ - შარლ მიშელი

ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ მოვუწოდებ - შარლ მიშელი
ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ მოვუწოდებ - შარლ მიშელი

ჩემი ვიზიტი იმართება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. როდესაც გამწვავებული კრიზისია, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს ევროკავშირს და პირადად მეც, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებსაც გაუსვა ხაზი, რაც ასოცირების შეთანხმებაშია ასახული. 

„ევროკავშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ  ვითარების გასანეიტრალებლად, ინტენსიურად იმუშაონ. ეს იქნება პასუხისმგებლიანი მოქმედება. მოვუწოდებ ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ. დღის მეორე ნახევარში, საშუალება მექნება, მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს და კონსოლიდირება მოახდინოს ამ დემოკრატიული ბაზების არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თვითონ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოცირების შეთანხმებაშია ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია, ასახავს ევროპის მხარესაც და მოიცავს საქართველოს ვალდებულებებს“ - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system