თავში

ოპოზიციასთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება - პაპუაშვილი

ოპოზიციასთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება - პაპუაშვილი
ოპოზიციასთან თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება - პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2024 წლამდე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში პარლამენტის მთავარი ამოცანა საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულთან დაახლოება იქნება.

მისივე განცხადებით, ამოცნების შესრულება ოპოზიციის ჩართულობის გარეშე რთული იქნება.

„დიდი მადლობა კახა კუჭავას, მან რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება. ასევე დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, პარტიის პოლიტსაბჭოს და მმართველ გუნდს ამ ნდობისთვის. საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ახალი წლიდან ჩვენ საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე. 2024 წლამდე საქართველოს საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვდეს ევროკავშირს და სწორედ ეს ამოცანა დგას პარლამენტის წინაშე. გარდა ამისა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე პარლამენტს ასევე დიდი როლი აქვს. ამის გაკეთება რთულია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. ოპოზიციასთან თანამშრომლობა და მათი ჩართვა ამ პროცესებში პარლამენტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system