თავში

,,ოპოზიციის ასეთი ქმედებები მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა" - კობახიძე აქციებს გამოეხმაურა

,,ოპოზიციის ასეთი ქმედებები მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა" - კობახიძე აქციებს გამოეხმაურა
,,ოპოზიციის ასეთი ქმედებები მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა - კობახიძე აქციებს გამოეხმაურა

„ხმების გადათვლა საოლქო კომისიებში საქართველოს ისტორიაში, ქართული არჩევნების ისტორიაში არასდროს მომხდარა და ასეთი უპრეცედენტო რამ ხდება, რაც მოწმობს საარჩევნო ადმინისტრაციის ღიაობას და გამჭვირვალობას", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, პროცესზე დასწრების საშუალება ყველა შესაბამის სუბიექტს აქვს. 

,,პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. თუ სადმე რამე ხარვეზია, რომელიმე უბნის დონეზე, ეს უნდა დაზუსტდეს. რაც შეეხება იმ აქციებს, რომლებიც საოლქო კომისიების წინ ტარდება, მოწმობს, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი საერთოდ არ არის რაიმეს დაზუსტება. პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების, იქიდან გამომდინარე, რომ ხმების გადათვლა იმ შედეგებს დაადასტურებს, რაც საბოლოო ჯამში, ფიქსირდება ცესკო-ს მიერ - ვგულისხმობ, წინასწარ მონაცემებს, ანუ გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებდნენ, იყო სრული ფარსი და რეალურად მათ არ ჰქონდათ საფუძველი ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების გაპროტესტებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, ისინი ახორციელებენ დესტრუქციას და მიმართავენ ასეთ ქმედებებს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდა და დაზუსტებაც ამ ყველაფერს აჩვენებს. 

აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რა თქმა უნდა, უნდა მოვუწოდოთ, რომ იმოქმედონ ისე, როგორც შეშვენის პოლიტიკურ კულტურას, ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სამწუხაროდ, ასეთ კულტურას ისინი ვერ ავლენენ. საჭიროა, რომ მათ დამოკიდებულება შეიცვალონ პოლიტიკის მიმართ და საკუთარი ქცევის მიმართ, პირველ რიგში“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ოპოზიციის წარმომადგენლები საჩივრების განხილვაზე დასწრებას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system