თავში

ოპოზიციის გეგმები ცნობილია - "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრა დასრულდა - LIVE

ოპოზიციის გეგმები ცნობილია - "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრა დასრულდა - LIVE
ოპოზიციის გეგმები ცნობილია - ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრა დასრულდა - LIVE

4 აპრილს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა განაცხადეს.  

პარტიების ლლიდერები დღეს გამართულ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მსჯელობდნენ. 

შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ 2020 წლის 4 აპრილს, 16:00 საათზე ისინი მხარდმაჭერებთან ერთად, რუსთაველზე შეიკრიბებიან და საზოგადოებას არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობენ. 

მათივე განმარტებით, 4 აპრილამდე გაგრძელდება პარლამენტის და სამთავრობო ინსტიტუტების შენობების პიკეტი.

ოპოზიცინერი ლიდერების თქმით, პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და 4 აპრილამდე ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system