თავში

ოპოზიციის ლიდერები კიდევ ერთ შეხვედრას მართავენ

ოპოზიციის ლიდერები კიდევ ერთ შეხვედრას მართავენ
ოპოზიციის ლიდერები კიდევ ერთ შეხვედრას მართავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ლელოს" ოფისში მორიგ  შეხვედრას მართავენ. ისინი ე.წ. მესამე რაუდნამდე კონსულტაციებს გადიან.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთის პოზიციას განიხილავენ.

"საკონსულტაციო შეხვედრაა, სადაც კიდევ ერთხელ ჩვენ ერთმანეთის პოზიციას განვიხილავთ და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მესამე რაუნდი გაიმართება. რა პერსპექტივა გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით შევაჯერებთ ოპოზიციური პარტიები. 

რა თქმა უნდა, ახალი საკითხები არის, რომელიც განსახილველად შემოვიდა, თუმცა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ჩამოვყალიბდეთ", - განაცხადა ვაშაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით ხელისუფლებამ ოპოზიციის პირობები იცის, თუმცა მათგან ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

"ჩვენი წინადადებები ხელისუფლებამ იცის, ხელისუფლება დუმს. ხელისუფლებამ, რომელმაც 31 ოქტომბერს გადადგა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომელიც გამოიხატა არჩევნების არ ჩატარებაში შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისს ახლა უნდა დაძლევა, რომელიც დაიძლევა ახალი არჩევნებით ", - განაცხადა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system