თავში

ოპოზიციის რა ნაწილთან ითანამშრომლებს "ქართული ოცნება" - წილოსანის განმარტება

ოპოზიციის რა ნაწილთან ითანამშრომლებს "ქართული ოცნება"-წილოსანი
ოპოზიციის რა ნაწილთან ითანამშრომლებს ქართული ოცნება - წილოსანის განმარტება

"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომლებსაც რეალურად სურთ, ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის იმუშაონ და არა იმ დესტრუქციულ ნაწილთან, რომლებიც გიგა ბოკერიას დაკრულზე ცეკვავენ", - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქით, მმართველი პარტია ოპოზიციის ნაწილთან, როგორც ელჩებთან ერთად, ასევე დამოუკიდებელ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზად არის. 

"ჩვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია და როგორც მეგობარ ელჩებთან ერთად, ასევე დამოუკიდებელ რეჟიმში მზად ვართ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით, მათთან, ვისაც რეალურად სურვილი აქვთ, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის იმუშაონ და არა იმ დესტრუქციულ ნაწილთან, რომელიც ფაქტობრივად, გიგა ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს",- განაცხადა წილოსანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system