თავში

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას მართავენ

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას მართავენ
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას მართავენ

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ერთობლივ შეხვედრას მართავენ.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს. 

„ქართული ოცნებიდან“ შეხვედრაში მონაწილეობენ ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი. 

მოლპარაკებების პროცესში, სავარაუდოდ, დღევანდელი დღე გადამწყვეტი იქნება. დანიელსონმა მხარეებს მის მიერ შემუშავებული დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.

ცნობისთვის, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა.

მეორე ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

29 მარტს მან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა".

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system