თავში

ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი - სერგეენკო

ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი - სერგეენკო
ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი - სერგეენკო

"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია, ჯერჯერობით, არ არის.

"ახლანდელი მდგომარეობით მე არ დავუჭერდი მხარს, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული - კონსულტაცია, მოლაპარაკება, იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ამაზე ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის, განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება. სულისკვეთება ერთი და იგივე გვაქვს ყველას, რომ მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარები არ დაიხუროს", - თქვა სერგეენკომ.

პარლამენტი ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებების განხილვას იწყებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system