თავში

ოპოზიციურ გაერთიანებას, "გირჩის" მხრიდან კიდევ სამი ადამიანი დაემატება - ჯაფარიძე

ოპოზიციურ გაერთიანებას, "გირჩის" მხრიდან კიდევ სამი ადამიანი დაემატება
ოპოზიციურ გაერთიანებას, გირჩის მხრიდან კიდევ სამი ადამიანი დაემატება - ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია კვლავ ერთიანია.

მისივე შეფასებით,  ოპოზიციური გაერთიანებას კიდევ სამი ადამიანი დაემატება პარტია "გირჩის" მხრიდან, რომლებსაც აქამდე მანდატების გაუქმებაზე განაცხადი არ გაუკეთებიათ.

"51 ოპოზიციონერს, რომელმაც შეიტანა განაცხადი მანდატების გაუქმებაზე, ვფიქრობ, დაემატება „გირჩის“ სამი წევრი, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, ასევე ბოიკოტის რეჟიმს შეუერთდებიან, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ პარლამენტში შესვლა, თუ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ შევიდა. ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენ ვგულისხმობთ 51-ს პლუს სამ ადამიანს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system