თავში

ოპოზიციურ პარტიებში უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის - თალაკვაძე

ოპოზიციურ პარტიებში უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის - თალაკვაძე
ოპოზიციურ პარტიებში უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები უკვე მეორე ტურისთვის ემზადებიან. 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოებაა.

"ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, მათ შტაბებში არის აქტიური სამზადისი, მოხდა გარკვეული სარეკლამო მასალების განახლება და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოება" - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ეს გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შედეგი. 

"მე არ მინდა, რომ გუშინდელი შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე კონკრეტიკა შემოვიტანო, ვინაიდან ჩვენ ყველამ პირობა დავდეთ, რომ შეთანხმებამდე არ გავასაჯაროებთ იმ საკითხებს, რაზეც იყო მსჯელობა.

მე ვფიქრობ, ამ საზოგადოებას არ სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც თავისი პირობის დაცვა არ შეუძლია და რომელიც თავის სიტყვას გატეხავს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system