თავში

ოპოზიციური პარტიები ვახო სანაიაზე დავდასხმის ფაქტს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან

ოპოზიციური პარტიები ვახო სანაიაზე დავდასხმის ფაქტს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან
ოპოზიციური პარტიები ვახო სანაიაზე დავდასხმის ფაქტს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს გმობენ: 

"დღეს დილით ჟურნალისტ ვახო სანაიას დაესხნენ თავს. მივიჩნევთ რომ ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა.

ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, ქართული ოცნების სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით.

ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ ვახო სანაიას. მოვითხოვთ ამ საქმის სწრაფად გამოძიებას და მოძალადეების დასჯას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია, გამარჯვებული საქართველო, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი , ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის, ტრიბუნა, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, ახალი ქრისტიან დემოკრატები, სამართლიანობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპული დემოკრატები, კანონი და სამართალი, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, გირჩი-თავისუფლებისთვის, თავისუფალი დემოკრატები, ელენე ხოშტარია, ირაკლი ღლონტი, შალვა შავგულიძე" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი პირები თავს დაესხნენ.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system