თავში

ოპოზიციური პარტიების მაჟორიტართა სია ცნობილია

ოპოზიციური პარტიების მაჟორიტართა სია ცნობილია
ოპოზიციური პარტიების მაჟორიტართა სია ცნობილია

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების სია ცნობილია. გლდანის რაიონში კენჭს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია იყრის, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი. 

განცხადება ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შესვლამდე გააკეთეს.

ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის, მთაწმინდაზე კი"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე. ცნობილია ასევე, ისანში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობაც. აღნიშულ რაიონში გიორგი ვაშაძეა წარდგენილი. ნაძალადევის რაიონში კი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ვაკანტური რჩება ორი ოლქი, რომელზეც ოპოზიცია მსჯელობს.  

„ჩვენი მთავარი გამარჯვება იქნება 31 ოქტომბერს, როცა ამ მავნებლებს მოვაცილებთ საქართველოს, რომელთაც მიტაცებული აქვთ ხელისუფლება. ჩვენ დღეს ვდგამთ ძალიან დიდ ნაბიჯს წინ. ცოტა ვანერვიულეთ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ საღმა აზრმა გაიმარჯვა. იცით რამ გაიმარჯვა? ყველამ დავსვით კითხვა - რა უნდა ხალხს? ხალხს უნდა ოპოზიციის თანამშრომლობა, ოპოზიციის ერთიანობა, ოპოზიციის კონსოლიდაცია იმისათვის, რომ გამოვტაცოთ მიტაცებული ხელისუფლება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანამ დაიწყოს აღმშენებლობის პროცესი. აქედან გამომდინარე, იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ, რადგან საერთო გადაწყვეტილებაა ეს და ყველას მოსაზრებაა, ავიღო ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე. მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს საბოლოო ჯამში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system