თავში

ოპოზიციურმა პარტიებმა ქცევის კოდექსს ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა ქცევის კოდექსს ხელი მოაწერეს
ოპოზიციურმა პარტიებმა ქცევის კოდექსს ხელი მოაწერეს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურმა პარტიებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. 

პარტიის ოფისში შეკრებილები იმ 4 გვერდიან ოფიციალურ დოკუმენტს დათანხმდნენ, რომელიც შაბათს, 12 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. დოკუმენტს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მმართველი პარტიის გარეშე მოაწერეს. 

როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია არ აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას რადგან, მმართველ გუნდს ქვეყნის განადგურება სურს.

დოკუმენტის შექმნაში, რომელიც ცესკოს მიერ მომზადდა, საერთაშორისო ორგანიზაციები, USAID და IRI იყვნენ ჩართული. კოდექსში გაწერილია საარჩევნო კამპანიის წარმართვისას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დადგენილ მიუღებელი ქცევები. კერძოდ საუბარია, სიძულვილის ენაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.

ქცევის კოდექსის მიხედვით, პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიას, არ გამოიყენებენ სხვადასხვა მეთოდს დისკრიმინაციისთვის, აღიარებენ კანონის უზენაესობა, დაიცავენ არჩევნებში მონაწილე სუბიექტისა და ამომრჩევლების უფლებებს, უარს იტყვიან ცილისწამებაზე, დისკრმინაციულ და ქსენოფობიურ მიდგომებზე.

დოკუმენტი მოიცავს 4 თავს, თითოეული მათგანი კი მოიცავს 10-მდე კონკრეტულ რეკომენდაციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system