თავში

ოპოზიცია მორიგ აქციას 14 ნოემბერს გამართავს

ოპოზიცია მორიგ აქციას 14 ნოემბერს გამართავს
ოპოზიცია მორიგ აქციას 14 ნოემბერს გამართავს

გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამართავს, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა არ შენელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

,,უამრავი საპროტესტო აქცია დაემატება სხვადასხვა წერტილში, ყოველდღიურად, მაგრამ მგონია, რომ რუსთაველის გამზირზე, ჩვენ ძალიან ბევრნი კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ კობახიძე-ივანიშვილი იძახის 7 000 და ჩვენ ვართ ზღვა ხალხი, ამიტომ მგონია, რომ აი, ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე, გადაივსება და ამით სხვა სტიმული მიეცემა ჩვენს ბრძოლას, მაგრამ შაბათამდე ჩემი ჩათვლით, მეგობრების ჩათვლით, ყველა ვიბრძოლებთ, ყველა კუთხე-კუნჭულში, მოთმინებით უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს. ძალიან ბევრი დადგება კიდევ", - განაცხადა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system