თავში

"ორივე მხარე ისევ კმაყოფილია" - იოსელიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებზე

"ორივე მხარე ისევ კმაყოფილია" - იოსელიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებზე
ორივე მხარე ისევ კმაყოფილია - იოსელიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებზე

არჩევნების შემდგომ, ორივე მხარის ზეიმს, მთელი ეს წლებია, ვადევნებთ თვალს, სწორედ ამ ოპერის გაგრძელებაა ის, რაც სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან მიმართებით ვიხილეთ,- განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა. ლევან იოსელიანმა.

„არჩევნების შემდგომ ორივე მხარის ზეიმს მთელი ეს წლებია ვადევნებთ თვალს, სწორედ ამ ოპერის გაგრძელებაა, ჩემი აზრით ის, რაც სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან მიმართებით ვიხილეთ, როდესაც ისევ ორივე მხარე კმაყოფილი იყო გადაწყვეტილებით. სინამდვილეში ამ გადაწყვეტილებამ თქვა ორი რამ, მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და დაავალა პენიტენციურ სამსახურს, საზოგადოებას მიაწოდოს ყველა ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ და ასევე იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე შიმშილის შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდში. აი, ეს წერია გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე ვიზიარებ“, - თქვა იოსელიანმა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

10 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system