თავში

ორშაბათს იქნება სასამართლო, მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, მოვიდნენ - ლევან ბეჟაშვილი

ორშაბათს იქნება სასამართლო, მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, მოვიდნენ
ორშაბათს იქნება სასამართლო, მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, მოვიდნენ - ლევან ბეჟაშვილი

ვიმედოვნებთ, სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, ორშაბათს სასამართლო პროცესს დაესწროს, ერთადერთი პასუხისმგებლობა, რაც შესაძლოა, 7 ნოემბერთან მიმართებით აეღო, იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა დააფიქსიროს მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება.

"ჩვენ მაინც იმედს გამოვთქვამთ, რომ პენიტენციური სამსახური და აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობა შეძლებენ, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრება, სადაც მიეცემა შესაძლებლობა, მიმართოს როგორც საზოგადოებას, ასევე სასამართლოს და თავისი სიმართლე წარუდგინოს. ბუნებრივია, საქმე თავად სამართლებრივი არგუმენტებიდან გამომდინარე აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ერთადერთი პასუხისმგებლობა, რაც შესაძლოა, 7 ნოემბერთან მიმართებით სააკაშვილს აეღო, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ყველამ კარგად იცის, რომ 7 ნოემბრის შემდეგ მან ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, თანამდებობიდან გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში არავის გაუკეთებია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების კუთხით. 

ორშაბათს იქნება სასამართლო და ჩვენ მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილ არსებულ ვითარებასთან მიმართებაში და არსებულ უსამართლობაზე გული შესტკივათ, მოვიდნენ, დააფიქსირონ ჩვენი მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება.

ამ საპროტესტო მუხტს ვერ დავაგდებთ, რადგან საზოგადოების დაკვეთა არის სამართლიანობა, სააკაშვილის გამოხსნა ივანიშვილის რეჟიმის უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან," - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system