თავში

ოთხმეზურების ოჯახი: ჩათვალეთ, რომ დათუნა მეორედ მოკლეს

ოთხმეზურების ოჯახი: ჩათვალეთ, რომ დათუნა მეორედ მოკლეს
ოთხმეზურების ოჯახი: ჩათვალეთ, რომ დათუნა მეორედ მოკლეს

ჩათვალეთ, რომ დათუნა მეორედ მოკლეს-ასე ეხმაურებიან მოკლული დავით ოთხმოზურის ოჯახი წევრები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მკვლელი შეიწყალა.

მოკლული დავით ოთხმოზურის ნათესავი ანდრო მაისურაძე აცხადებს, რომ ოჯახი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. ამ დროისთვის ოთხოზურები მოკლული ახალგაზრდის მამის საქართველოში დაბრუნებას ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ  რა ფორმით გააპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.

ოთხმოზურების ნათესავები დარწმუნებულები არიან,რომ მკვლელს ვიღაც მფარველობს. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

18 წლის დათო ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მოკლეს. მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system