თავში

ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავეობრივი სახე - სუსი

ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავეობრივი სახე - სუსი
ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავეობრივი სახე - სუსი

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

„2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ, ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე. აღნიშნულმა უკიდურესად დააზიანა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ წარმოჩინა ოკუპაციის მძიმე შედეგები.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“ , - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system