თავში

"ოცნების" და ოპოზიციის მოლაპარაკების გაგრძელება ამორალური მგონია - ჭიჭინაძე

"ოცნების" და ოპოზიციის მოლაპარაკების გაგრძელება ამორალური მგონია - ჭიჭინაძე
ოცნების და ოპოზიციის მოლაპარაკების გაგრძელება ამორალური მგონია - ჭიჭინაძე

"ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების და "ოცნების" ლიდერების განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის "ოცნებასთან" საუბრის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია!", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე წერს. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ბნელი საქმეების გაკეთებას განაგრძობს.

"მოლაპარაკების შირმას ამოფარებული "ქართული ოცნება" თავისი ბნელი საქმეების კეთებას განაგრძობს.

და თუ ეს ყველაფერი ისევ გაუვათ, თუ ჩვენ ამაზეც დავხუჭავთ თვალს, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ "ოცნება" კაპიტულანტურად ჩააბარებს ქვეყანას ნებისმიერს, ვინც მათ ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიას მისცემს.

სფერო არ დარჩენილა ქვეყანაში, ეკონომიკა, პანდემია, ნამახვანი...

სადაც იგივე მეთოდებით არ მოქმედებდეს „ოცნების“ ხელისუფლება, როგორც დღევანდელ სასამართლოზე;

ფეოდალურ ხანაში აღმოვჩნდით, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს;

არჩეულია გზა, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს და საიდანაც შემოტრიალება ურთულესი იქნება.

ამ უმსგავსობების პატიება კი, უბრალოდ არ შეიძლება.

ეს უკვე საყოველთაო სახალხო საქმე უნდა გახდეს,

ამ გადაწყვეტილებების მთავარი მსაჯული კი, ქართველი ხალხი!" - წერს დავით ჭიჭინაძე ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system