თავში

"ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს - გიორგი გახარია

"ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" შეხმატკბილებულად
ოცნება და ნაციონალური მოძრაობა შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს - გიორგი გახარია

პარტიამ "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა და როდესაც თავად ასეთი პირობის წინაშე იდგა, გადაწყვეტილება თავად მიიღო. 

გახარიამ თქვა, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ასაზრდოებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების შემთხვევაში არაკომპეტენტურობა და უსუსურობაა დასაძლევი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" სახით ძალადობა.

"ნებისმიერი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, აქ ნებისმიერი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, აქ მრავალწერტილი და „მაგრამ“ არ არსებობს. აქ არის ჩვეულებრივი წერტილი. რაც შეეხება ჩვენი პარტიის ხედვას, სამწუხაროდ, ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა, რომ ვხედავთ გარემოს, სადაც „ოცნების“ დღევანდელი ბოსები და „ნაციონალური მოძრაობა“ შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს. ისინი უკიდურესი ძალადობისკენ მოუწოდებენ მომხრეებს. ეს ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system