თავში

"ოცნება" სააკაშვილს იყენებს - გიორგი გახარია

"ოცნება" სააკაშვილს იყენებს - გიორგი გახარია
ოცნება სააკაშვილს იყენებს - გიორგი გახარია

ის, რომ "ოცნება" მიშა სააკაშვილს პოლიტიკურად იყენებს, პოლიტიკური მიზნების გამო ჩამოიყვანეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. სააკაშვილი არის მსჯავრდებული, თან მძიმე დანაშაულებზე - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა და ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილი იმსახურებს იქ ყოფნას, სადაც არის. 

"ამ ბოლო დროს მე, მაგალითად, ჩემი კოლეგის რჩევით, დავიწყე კითხვა გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის. სამარცხვინოა, სტრასბურგის სასამართლო როგორ აღწერს სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს, როგორ ორგანიზებულად ებრძოდნენ მართლმსაჯულების აღსრულებას...მე მას არ ვუწოდებ პოლიტიკურ პატიმარს. ადამიანმა, რომელმაც შექმნა სისტემური ძალადობრივი მოწყობა ქვეყანაში, ამას არავინ უარყოფს, ამის შემდეგ, როცა ამას ადამიანი შეცდომას უწოდებს და არა - დანაშაულს, წლების განმავლობაში არ ეყო ვაჟკაცობა, არც გონიერება და არც პოლიტიკური პრაგმატიზმი, რომ ამისთვის დანაშაული დაეძახათ. სამართლებრივად ის არ არის პოლიტპატიმარი, ის იმსახურებს იქ ყოფნას. ის, რომ ოცნება მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, სხვა თემაა...აღიარებას შეიძლება მოჰყვეს მონანიება, სანამ მომანიება არ იქნება, პატიებაზე ლაპარაკი ზედმეტია" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system