თავში

"ოცნებამ" ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება - სალომე სამადაშვილი

"ოცნებამ" ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა
ოცნებამ ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება - სალომე სამადაშვილი

ფრაქცია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საზოგადოებას მიმართავს. ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა გამარჯვება მიითვისეს. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება დასუსტებულია, რაც სამომავლოდ, ბრძოლის გაძლიერების წინაპირობაა.

"დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა. თავდაყირა დადგა ოცნება და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება.

წინ ბევრი საქმეა, ესეც რომ ვეღარ შეძლოს. მაგრამ მერწმუნეთ-ასეთი დასუსტებული არ ყოფილა ხელისუფლება, გასული 9 წლის მანძილზე. მიხეილ სააკაშვილი, იმედი მაქვს, შეწყვეტს შიმშილობას. მისი მომხრეებისთვის დღეს ეს გამხნევება იქნება. მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა კი, სრულიად საპირისპირო ეფექტს მოახდენს-საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს. მთავარი ბრძოლა ჯერ წინა", - დაწერა სალომე სამადაშვილმა Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system