თავში

"ოცნებამ" პასუხი უნდა გასცეს შარლ მიშელს, როგორ სრულდება შეთანხმება - ლევან იოსელიანი

"ოცნებამ" პასუხი უნდა გასცეს შარლ მიშელს, როგორ სრულდება შეთანხმება - ლევან იოსელიანი
ოცნებამ პასუხი უნდა გასცეს შარლ მიშელს, როგორ სრულდება შეთანხმება - ლევან იოსელიანი

სავარაუდოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელს "ქართულმა ოცნებამ" პასუხი უნდა გასცეს, როგორ სრულდება ის შეთანხმება, რომელიც მის სახელთან არის დაკავშირებული - ძალიან ბევრი პუნქტი "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია, - ამის შესახებ "მოქალაქეების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების დარღვევა პირველ რიგში სასამართლო რეფორმას შეეხება.

"პირველ რიგში ეს დაკავშირებულია სასამართლოსთან. ალბათ ოპოზიციასთანაც ექნება შეხვედრა პრეზიდენტ მიშელს და სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენს პოზიციას გავაცნობთ", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 18 ან 19 ივლისს ეწვევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system