თავში

"ოცნებამ" შიდა კვლევების შედეგები გაასაჯაროვა

"ოცნებამ" შიდა კვლევების შედეგები გაასაჯაროვა
ოცნებამ შიდა კვლევების შედეგები გაასაჯაროვა

"ქართულმა ოცნებამ" თბილისში სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძეს 66,2 პროცენტი აქვს, ნიკანორ მელიას – 33,8 პროცენტი.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კვლევის შედეგები პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა.

"ჩვენი ოპონენტები და მათთან დაკავშირებული მედიის წარმომადგენლები ხშირად სპეკულირებენ ჩვენი პარტიის ე.წ შიდა კვლევებით და ავრცელებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მათი შედეგების მიხედვით.

პარტიაში 2020 წლიდან შექმნილია სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად თბილისსა და სხვა ქალაქებში ატარებს კვლევებს და ადგენს რეიტინგებს. 2020 წლის მონაცემებმა დაადასტურა, რომ ამ კვლევებს მაღალი სიზუსტით შეუძლია არჩევნების შედეგების პროგნოზირება. დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მიერ თბილისში ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევების შედეგებს. კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 3446 რესპონდენტი საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპონდენტმა ანუ გამოკითხულთა 73.2%, ცდომილების ზღვარი 2,2%-ს შეადგენს. წარმოგიდგენთ გამოკითხვის შეწონილ მონაცემებს:

კვლევის თანახმად არჩევნებში მხოლოდ 2 კანდიდატმა ნიკა მელიამ და კახა კალაძემ რომ მიიღონ მონაწილეობა, ხმები შემდეგი სახით განაწილდებოდა კახა კალაძე 66.2%, ნიკა მელია 33.8%. აღნიშნული რიცხვები ცხადყოფს რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია მოგება.

პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები: "ქართული ოცნება" 46.3% "ნაციონალური მოძრაობა" 23.35% "გირჩი-მეტი თავისუფლება" 5.3% "საქართველოსთვის" 5.2% "მოქალაქეები" 3.3% "სტრატეგია აღმაშენებელი" 2.3% "ლელო" 2.3% "პატრიოტთა ალიანსი" 2.1% "ევროპული საქართველო" 1.4% "გირჩი" 1.2% "ლეიბორისტული პარტია" 0.9% "ერთიანი საქართველო" 0.8%, სხვა პარტიები 5.6%", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system