თავში

კანდელაკი: საბჭოთა ჰიმნი "ოცნებას" აკვდება

კანდელაკი: საბჭოთა ჰიმნი "ოცნებას" აკვდება
კანდელაკი: საბჭოთა ჰიმნი ოცნებას აკვდება

,,საბჭოთა კავშირის ჰიმნი ქართულ ,,ოცნებას" ზედ აკვდება",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

"ქართული ოცნება" სავსეა კომუნისტური პერიოდის მოღვაწეებით. გია ვოლსკი იყო საქართველოს სსრ კომუნისტური ცეკას ინსტრუქტორი. "ქართული ოცნება" წარმოადგენს თავისი არსით და ბუნებით კომუნისტურ ნომენკლატურულ რევანშს ვარდების რევოლუციის ფასეულობების წინააღმდეგ, ამიტომ იყო ზედგამოჭრილი საბჭოთა კავშირის ჰიმნებიც, საბჭოთა სიმბოლოებიც, საბჭოთა სულისკვეთებაც. მერაბ კოსტავა ციხეში იჯდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, ვოლსკი, კოპალიანი და არაერთი ბატონი, იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ამაში იღებდნენ ხელფასს. ამჯერად მათ საკუთარი თავის მოსულელება კარგად არ გამოუვიდათ",- განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს, რასაც მმართველი გუნდისგან კრიტიკა მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ეს იყო ამაზრზენი ფაქტი და ოპოზიციამ "ევროპული საქართველოს" წევრების ქმედება უნდა დაგმოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system