თავში

"ოცნებას" უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხოს - ჯაფარიძე

"ოცნებას" უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხოს - ჯაფარიძე
ოცნებას უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხოს - ჯაფარიძე

"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხოს, რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის შეთანხმებიდან გასვლა, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, თუ მხარეები ერთიანი დოკუმენტის მიღებას ვერ შეძლებენ, შეთანხმება დარღვეული იქნება და მას "ქართული ოცნება" არღვევს. 

"ჩვენ, ოპოზიციამ უნდა გავიაროთ ღირს თუ არა, რომ ჩვენი ალტერნატიული ვერსია დავარეგისტრიროთ, თუ საერთოდ ამასაც აზრი აქვს. თუ ერთიანი დოკუმენტი ვერ მივიღეთ, ჩემი აზრით ირღვევა შეთანხმება და არღვევს, რა თქმა უნდა „ქართული ოცნება". შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში რა იქნება ჩვენი შემდგომი მოქმედება, გადასაწყვეტია, დღეს აქ მოვედი, რომ დავილაპარაკოთ, თუ ისინი ამას გააკეთებენ, ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ორ ვერსიას განვიხილავთ - ერთი, რომ ალტერნატიული კანონპროექტი დავარეგისტრიროთ, რაც იძულებულს გახდის პარლამენტის ნებისმიერ წევრს, ვინც ახლა შესული არის, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოუწიოს, რომელ ვერსიას დაუჭერს მხარს ან მეორე ვერსია არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაინც თავისას მიიღებენ, ამას შეიძლება დიდი აზრი აღარ ჰქონდეს, ამიტომ დღეს შევიკრიბებით და გადავწყვიტეთ, ვიმსჯელოთ და ან იმ გზით წავიდეთ ან ამ გზით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system