თავში

"ოცნების" კვლევას ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს - გრიგოლ გეგელია

"ოცნების" კვლევას ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს - გრიგოლ გეგელია
ოცნების კვლევას ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს - გრიგოლ გეგელია

ეს არის "ქართული ოცნების" ოცნებების და ილუზიების კვლევა, - ასე შეაფასა "ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შიდა კვლევები. 

გეგელიას თქმით, მმართველი პარტია დღეს აგონიაშია.

"ამ კვლევას ობიექტურ რეალობასთან არაფერი საერთო არ გააჩნია. ეს არის მოდელირებული რეიტინგი, რომლის ერთადერთი მიზანია ობიექტური რეალობის დამალვა. ისინი ისტერიული რემარშით გავარდნენ მიშელის შეთანხმებიდან სწორედ იმიტომ, რომ გადასარევად იციან, ისინი მნიშვნელოვნად ჩამოვარდებიან იმ 43 პროცენტიან, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ნიშნულს, რომელიც მათ ახლა სჭირდებათ. შესაბამისად ყველაფერი ნათელია, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ "ქართული ოცნება" ვერ იღებს 43%-ზე ბევრად ნაკლებსაც კი. ისინი ამის გამო გავარდნენ მიშელის შეთანხმებიდან მართლაც ისტერიულად და დღეს უნდათ, თავიანთი სასურველი რეალობა მოგვახვიონ თავს, როგორც ვითომდა ობიექტური რეალობა. ამას ობიექტურ რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს. "ქართული ოცნება" დამარცხებულია. ამას უკლებლივ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა ძალიან ნათლად მოწმობს. ვფიქრობ, ეს ვითომდა კვლევა, რომელიც, ალბათ, დილით არის დაწერილი კობახიძე - პაპუაშვილის კაბინეტებში, ესაა პირდაპირი პასუხი, მათ შორის გუშინ გამოსულ კვლევაზე, სადაც საგრძნობლად ნაკლები რეიტინგი აქვს "ქართულ ოცნებას", – განაცხადა გეგელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system