თავში

"ოცნების" მხრიდან პარლამენტის ლეგიტიმაციის ასე გამართლება სასაცილოა - დეკანოიძე

"ოცნების" მხრიდან პარლამენტის ლეგიტიმაციის
ოცნების მხრიდან პარლამენტის ლეგიტიმაციის ასე გამართლება სასაცილოა - დეკანოიძე

"ძალიან სასაცილო და კარიკატურულია ის, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორების თავალში ასე ამართლებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" 4 წევრის შესვლას. 

მისი თქმით, ეს ხალხი რუსული ინტერესების გამავრცელებლები არიან და მათ ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნიათ.  

"ძალიან სასაცილო და კარიკატურულია ის, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორების თავალში ასე ამართლებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, თითქოს რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციიდან შევიდა პარლამენტში. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ადამიანები კრემლისა და რუსული გავლენების პირველი გამავრცელებლები არიან საქართველოში. მათ არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნიათ ქვეყანაში და არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა, საქართველოს მოქალაქეებთან არ აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აქ არის დიდი ფინასური რესურსი, რომელსაც "ქართული ოცნება" გამოიყენებს  თავის სასარგებლოდ. ამიტომ ეს არაფერს არ ცვლის და პარლამენტის არალეგიტიმაცია ძალაში რჩება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული 4 დეპუტატი - ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ პარტიას, "ევროპელ სოციალისტებს" აფუძნებენ.

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები - დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე იქნებიან. მათი უფლებამოსილება პარლამენტმა უკვე ცნო.

გუშინ "პატრიოტთა ალიანსის" ოთხ წევრს, რომლებსაც ამის შესახებ ოფიციალურად უარი განაცხადეს, დეპუტატობის მანდატი შეუწყვიტეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system