თავში

თამაზ მეჭიაური: ქუცნაშვილის დაბრუნება ძლიერი შევსება იქნება "ოცნებისთვის"

თამაზ მეჭიაური: ქუცნაშვილის დაბრუნება ძლიერი შევსება იქნება "ოცნებისთვის"
თამაზ მეჭიაური: ქუცნაშვილის დაბრუნება ძლიერი შევსება იქნება ოცნებისთვის

"ზაქარია ქუცნაშვილის დაბრუნება საკმაოდ ძლიერი შევსება იქნება "ქართული ოცნებისთვის", - ასეთია თამაზ მეჭიაურის შეფასება ზაქარია ქუცნაშვილის პარლამენტში შესაძლო დაბრუნების თაობაზე. თიანეთის მერი report.ge-სთან აცხადებს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ ირონიით და ხუმრობით შეიძლება საუბარი.  

"ოცნება" ბევრმა დატოვა და ამ არჩევნების წინ საკმაოდ გააძლიერებს გუნდს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ძვრები რომელიც წაადგება ,,ქართულ ოცნებას",- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილმა Report.ge-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს და და ყველა დეტალთან დაკავშირებით მედიისთვის განცხადებას 20 იანვარს გააკეთებს.

ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებო ორგანოში შესაძლო დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა მანდატი დატოვა. ჩრდილელის შემდეგ "ქართული ოცნების" პარტიულ სიაში ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system