თავში

"ოცნებას" ჰგონია, კანონის მიღებით პროტესტი შეწყდება - სერგო ჩიხლაძე

"ოცნებას" ჰგონია, კანონის მიღებით პროტესტი შეწყდება - სერგო ჩიხლაძე
ოცნებას ჰგონია, კანონის მიღებით პროტესტი შეწყდება - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ კანონის მიღებით ოპოზიციური პროტესტი შეწყდება,

"ეს ცვლილებები და "ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება არის დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი.

"ქართულმა ოცნებამ“, თაღლითური გზით, სწრაფად, მიიღო ცვლილებები და ასე ვირეშმაკულად გადაწყვიტა ამ კანონის მიღება. მათ ჰქონიათ, რომ ამ კანონის მიღებით ახლა რაღაც სამოქალაქო პროტესტი შეწყდება, ოპოზიციური პროტესტი შეწყდება. ეს არის კიდევ ერთხელ გზა ტოტალიტარული ქვეყნებისკენ, ეს გზა აირჩია „ოცნებამ“ და მეცხრე წელია, მიჰყვება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system