თავში

მდინარაძე ოდირის დასკვნაზე: ოპოზიცია არის უცოდინარი და არაკომპეტენტური

მდინარაძე ოდირის დასკვნაზე: ოპოზიცია არის უცოდინარი და არაკომპეტენტური
მდინარაძე ოდირის დასკვნაზე: ოპოზიცია არის უცოდინარი და არაკომპეტენტური

შეუძლებელია ეუთო-ოდირის დასკვნაზე არსებობდეს ორი განსხვავებული აზრი, თუ ადგილი არ ექნება ტყუილს, უცოდინრობას და მანიპულაციებს ,- ასე გამოეხმაურა ეუთო-ოდირის დასკვნაზე ოპოზიციის განცხადებებს, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

,,გაიშიფრა კიდევ ერთი, მარტივი ტყუილი. როდესაც ისინი სპეკულირებენ და ამბობენ, რომ არსად წერია გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურობა, ისინი ატყუებენ საზოგადოებას. ეუთო-ოდირმა თქვა, რომ მათი პრეროგატივა არ არის დასკვნა დადონ კონსტიტუციურია თუ არა საარჩევნო მოდელი. სამწუხაროცაა, როდესაც ქვეყანაში გყავს არაკომპეტენტური, უცოდინარი ოპოზიცია, რომელსაც ეუთო-ოდირმა მიუთითა, რომ ისინი ვერ დაადგენენ რამდენად შეესაბამება, ან არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას ესა თუ ის საარჩევნო მოდელი. არის გარკვეული, გასათვალისწინებელი შენიშვნები ამ დასკვნაში, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის კუთხით. ვურჩევ ოპოზიციას დათანხმდნენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ვარიანტს - 100/50, სხვა შემთხვევაში მოგვიწევს არჩევნების არსებული სისტემით ჩატარება. ეუთო-ოდირის პასუხი, არის დოკუმენტი, რომელსაც შეუძლებელია სხვა ინტერპრეტაცია ჰქონდეს. ამ დასკვნის მეორე აბზაცშივე მითითებულია, რომ ეუთო-ოდირის კომპეტენციაში არ შედის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა და აქ ორი აზრი არ შეიძლება გაჩნდეს, ამ ფრაზის შემდეგ რაიმე სხვა აზრის არსებობა, არის მანიპულირება, ტყუილი და უცოდინრობა", - განაცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system