თავში

პაატა ბურჭულაძე: ეს არ არის პარტია, სექტას უფრო ჰგავს

პაატა ბურჭულაძე: ეს არ არის პარტია, სექტას უფრო ჰგავს
პაატა ბურჭულაძე: ეს არ არის პარტია, სექტას უფრო ჰგავს

"სანქცია როგორც კი შეეხება ბიძინა ივანიშვილის რესურსებს, თანხას, იმავე წუთში „ქართული ოცნება“ დაგეგმავს ახალ არჩევნებს. არ გადაცდება ერთი წუთიც მაგას", - ამის შესახებ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილმა ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს გარანტია, რომ არჩევნებში იგივე შედეგს აიღებს, რაც გასული წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიიღო. ბურჭულაძე თვლის, რომ სახელისუფლო პარტიის რეიტინგი 23-დან 28 პროცენტამდეა. 

"ეს ხომ არ არის პარტია. ჩემი აზრით ეს არის დაჯგუფება, სექტას უფრო ჰგავს. მათ იდეა არ აქვთ. მათი იდეა არის, როგორმე შეინარჩუნონ.ხელისუფლება", - განაცხადა მსოფლიო ბანმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system