თავში

პარადოქსია, ადამიანი შიმშილობდეს თავისივე შიმშილობის მკურნალობის უკეთესი პირობების მოთხოვნით - მდინარაძე

პარადოქსია, ადამიანი შიმშილობდეს მისი შიმშილობის მკურნალობის უკეთესი პირობების მოთხოვნით, - ასეთი რამ არ არსებობს, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

„ვინც არ უნდა იყოს, როგორი ბოროტი დამნაშავეც არ უნდა იყოს, როგორი მსჯავრიც არ უნდა ჰქონდეს, ყველა ჰუმანურ და დემოკრატიულ მთავრობას აქვს სწორება ნებისმიერი, თუნდაც სასტიკი დამნაშავის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system