თავში

პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა მე-10 მოწვევის 150 დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნო. 

პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტი 87 ხმით მიიღეს. პარლამენტის 150 წევრიდან, 60 ოპოზიციონერი დეპუტატია. 

მე-10 მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობის ცნობის შემდეგ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, საქართველოსადმი ერთგულების ფიცი დადეს. 

ფიცის ტექსტი ცესკოს თავმჯდომარემ წაიკითხა:

 „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.

"ქართული ოცნების" დეპუტატების ფიცის დადების შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system