თავში

პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს
პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

21-24 ივნისის, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება.

სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

"ასამბლეას სიტყვით მიმართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა და თავისუფალი დებატები სტამბოლის კონვენციის შესახებ.

პლენარული სესიის ფარგლებში დაგეგმილია დეპუტატების გამოსვლა დებატებზე, ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დელეგაციის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის თანამდებობის პირებთან.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი რომელმაც, ამ პოზიციაზე დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კახა კუჭავა ჩაანაცვლა, მუშაობას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დღეიდან შეუდგება.

სესია ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system