თავში

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტის მომხრე 89 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არც ერთი.

ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ეყოლება. პირველ მოადგილეს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს; ორს  საპარლამენტო უმრავლესობა, თითო-თითო მოადგილეს კი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ორი ფრაქცია, რომლებსაც ყველაზე მეტი წევრი ეყოლებათ.

თუ შესაბამისი ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანმიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული.

გარდა ამისა, ფრაქციის შექმნის უფლება არანაკლებ პარლამენტის შვიდ წევრს ექნება.

ასევე ცვლილებებით, უქმდება საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი და იარსებებს საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია.

ამასთან, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთი, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტარს – 3 წუთი.

ახალი რეგულაციები 2020 წლის მოწვევის პარლამენტს შეეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system