თავში

პარლამენტი 2 თებერვალს ოპოზიციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს - მდინარაძე

პარლამენტი 2 თებერვალს ოპოზიციის უფლებამოსილების
პარლამენტი 2 თებერვალს ოპოზიციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს - მდინარაძე

 2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის ოპოზიციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პარლამენტში ცდილობენ, მაქსიმალურად გაახანგრძლივონ ეს ვადა, რათა ოპოზიციამ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს. 

"უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. საპროცედურო კომიტეტი მათ განცხადებებს განიხილავს 27 და 28 იანვარს, შემდეგ წარედგინა ბიუროს რეგლამენტის თანახმად და 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მივცეთ მაქსიმალური ვადა იმისათვის, რომ მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება, ვიდრე პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მათ გადაწყვეტილების მიღების საშუალება 2 თებერვლამდე რჩებათ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მათი დიდი ნაწილი ამ ვადის განმავლობაში რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system