თავში

პარლამენტი ახლა კიდევ უფრო ერთპარტიულია - ბოკერია

პარლამენტი ახლა კიდევ უფრო ერთპარტიულია - ბოკერია
პარლამენტი ახლა კიდევ უფრო ერთპარტიულია - ბოკერია

ეს არის ერთპარტიული პარლამენტი და ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის დადასტურება ერთპარტიულობის, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "პატრიოტთა ალიანსის" 4 წევრის პარლამენტში შესვლას. 

ბოკერიას თქმით, ამ ხალხის პარლამენტში შესვლა, კიდევ უფრო სამარცხვინოს ხდის ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. 

"ეს არის ერთპარტიული პარლამენტი და ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის დადასტურება ერთპარტიულობის. ის უტიფრად სამარცხვინო და სასაცილო „ნიუს ლეთერი“, რაც ჩვენს პარტნიორებს ზეიმით დაუგზავნა მთავრობამ, ნახეთ, რა კარგი, პროდასავლური ხალხი შემოვიდა პარლამენტშიო, არის დასტური ამ სამარცხვინო ერთპარტიული პარლამენტის, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. პარლამენტი ახლა კიდევ უფრო ერთპარტიულია. ზოგჯერ რაღაცის უარყოფით კიდევ უფრო ხაზს უსვამ იმას, რაც ხარ. მე რაც ვთქვი, აქედან გამომდინარე, ისინი ოპოზიციურ ნაწილში შეიძლება განვიხილოთ? - არა! ამის ზეიმით აღნიშვნა აჩვენებს რა დონის დიპლომატიასთან გვაქვს საქმე. ეს არის კატასტროფა, შინაარსს თავი რომ დავანებოთ. თუ არ ვცდები, ივანიშვილის ახალი ვარსკვლავი კუჭავა არის ამის კურატორი. ეს ცალკე ამბავია კომპეტენციის, რომ დასაცინი ხარ, როცა ასე ლაპარაკობ. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ზეიმი არის ერთპარტიულობის დადასტურება და კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს", - აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული 4 დეპუტატი - ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ პარტიას, "ევროპელ სოციალისტებს" აფუძნებენ.

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები - დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე იქნებიან. მათი უფლებამოსილება პარლამენტმა უკვე ცნო.

გუშინ "პატრიოტთა ალიანსის" ოთხ წევრს, რომლებსაც ამის შესახებ ოფიციალურად უარი განაცხადეს, დეპუტატობის მანდატი შეუწყვიტეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system