თავში

პარლამენტი დღეს ახალ მინისტრთა კაბინეტს უყრის კენჭს

პარლამენტი დღეს ახალ მინისტრთა კაბინეტს უყრის კენჭს
პარლამენტი დღეს ახალ მინისტრთა კაბინეტს უყრის კენჭს

დღეს, საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამისა და მინსტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმჯსელებს. 

პრემიერობის კანდიდატსა და მინისტრობის კანდიდატებს თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში მოუსმენენ, ხოლო შემდეგ ისინი ოპოზიციას შეხვდებიან. რის შემდეგაც პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ახალი მთავრობის დასამტკიცებლად სულ მცირე 76 ხმაა საჭირო.

ღარიბაშვილის კაბინეტს პარლამენტის კომიტეტები ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერას უცხადებს. უცნობია "მოქალაქეების" გადაწყვეტილება, თუმცა ცნობილია, რომ "ევროპელი სოციალისტები" ღარიბაშვილის მთავრობას მხარს არ დაუჭერს და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: - მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ცვლის.

თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი და კაბინეტი ასეთი შემადგენლობითაა წარდგენილი: შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაურის; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკა ტიკარაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი; ფინანსთა მინისტრი - ვანო მაჭავარიანი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system